საქართველოდან აზოტოვანი სასუქების ექსპორტი 12%-ით გაიზარდა

საქართველოდან აზოტოვანი სასუქების ექსპორტი 12%-ით გაიზარდა

“საქსტატის” მონაცემებით, წელს 7 თვეში საექსპორტო ბაზრებზე 81.98 მლნ დოლარის აზოტოვანი სასუქი გავიდა, 11.6%-ით მეტი ვიდრე შარშან. ექსპორტში უდიდესი წილი 80.4 მლნ დოლარი ადგილობრივად წარმოებულ სასუქებზე მოდის. აზოტოვან სასუქებს „რუსთავის აზოტი“ აწარმოებს, რომელსაც ექსპორტი წელს 10%-ით გაეზარდა.

ოფიციალური მონაცემებით, მთავარი საექსპორტო ბაზარი წელს რუმინეთია, სადაც 16.8 მლნ დოლარის სასუქები გავიდა, მეორე ადგილზეა ესპანეთი, ხოლო მესამეზე ლიეტუვა, რომელსაც საქართველოდან 8.2 მლნ დოლარის სასუქები მიეწოდა.

აზოტოვანი სასუქების საექსპორტო ბაზრები 2025 წლის 7 თვეში:

  1. რუმინეთი – 16.8 მლნ დოლარი;
  2. ესპანეთი – 10.5 მლნ დოლარი;
  3. ლიეტუვა – 8.2 მლნ დოლარი;
  4. ნამიბია – 7.5 მლნ დოლარი;
  5. ტანზანია – 6.7 მლნ დოლარი;
  6. იტალია – 4.6 მლნ დოლარი;
  7. განა – 4.4 მლნ დოლარი;
  8. ინდოეთი – 3.8 მლნ დოლარი;
  9. ეგვიპტე – 3.2 მლნ დოლარი;
  10. ისრაელი – 2.9 მლნ დოლარი;

წელს 7 თვეში ექსპორტზე ჯამში, 271 313 ტონა სასუქები გავიდა.

მსგავსი სიახლეები

მეფუტკრეობის სექტორში სამუშაო პლატფორმა შეიქმნება – სამინისტრო

მეფუტკრეობის სექტორში სამუშაო პლატფორმა შეიქმნება – სამინისტრო

მეფუტკრეობის სექტორში არსებული პრიორიტეტული საკითხების განხილვისა და გადაწყვეტილებების მიღებისთვის სამუშაო პლატფორმა ჩამოყალიბდება. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ…
ირაკლი კობახიძე ილჰამ ალიევს ტელეფონით ესაუბრა

ირაკლი კობახიძე ილჰამ ალიევს ტელეფონით ესაუბრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს ტელეფონით ესაუბრა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით,…
კალაძე “ქართუს” და ბრიტანელ კონსულტანტებს თბილისის ზღვასთან ატრაქციონების პარკის პროექტზე შეხვდა

კალაძე “ქართუს” და ბრიტანელ კონსულტანტებს თბილისის ზღვასთან ატრაქციონების პარკის…

დედაქალაქში ახალი გასართობ-სარეკრეაციო სივრცის მოწყობასთან დაკავშირებით, თბილისის მერმა კახა კალაძემ ფონდ „ქართუ ფონდის“ და ბრიტანული საკონსულტაციო კომპანიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა…